ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

ფორმულას ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
ქართული ოცნების პოლიციის მისვლის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
“ჩემამდეც მოვიდნენ ! მომაკითხეს მილიციელებმა ! რო გონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს ! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ.
p.s დე-მა, ბებო/ბაბუ, არ ინერვიულოთ”- წერს ციცქიშვილი.
ქართული ოცნების პოლიციამ 19 ოქტომბერს ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია გზის გადაკეტვით დააკავა. მას 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.