„ფორმულას“ ინფორმაციით, ტელეწამყვანი ვახო სანაია სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

„ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია განყოფილებაში გადაიყვანეს. ის, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ სანაია საპატრულო პოლიციის მანქანაში ჯდება. ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.

მანამდე, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.

„ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დეტალების გარკვევას ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა