ფორმულას ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე ინიშნება. ის დავით ფერაძეს შეცვლის.
ფორმულა ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას ის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
