„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ცირა ჟვანია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის ჟურნალისტი, ცირა ჟვანია დააკავეს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟვანია სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
“სახლთან დამხვდა ორი პოლიციელი. 20 წუთი ველოდეთ ეკიპაჟს. ახლა მოვიდა, სავარაუდოდ გზის გადაკეტვაზე მაკავებენ“, – წერს თავად ცირა ჟვანია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟვანია ამ წუთებში სასამართლოში გადაჰყავთ.