„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავები მასთანაც მივიდნენ.
„ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს „მილიციელებმა“. ჰგონიათ ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. რუსებო!“ – დაწერა ქეთა ციცქიშვილმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას