ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს.
ამ საკითხზე განმარტებას არ აკეთებენ რეჟიმის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში. ფორმულამ ინფორმაციის მათი მხრიდან დასადასტურებლად პრესსამსახურთან დარეკა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.
13 იანვარს აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.
ზარქუას, სანიკიძეს და სამხარაულს არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება აეკრძალათ. თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, რა ტიპის სასჯელს დააკისრებენ მათ.
ფორმულას წყაროს თანახმად, ე.წ. დეპუტატების ინტერესებს საელჩო იცავს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რჩება ლაშა გაბიტაშვილიც, რომელსაც არალეგიტიმური პარლამენტის წევრები თავს დაესხნენ.