ფორმულას ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დააკავა.
მას ქვეყნიდან გაყვანის ორგანიზებას ედავებიან.
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ფორმულა უწყებაში დამატებით დეტალებს არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.
5 მარტს პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალი წარუდგინა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
***
