ფორმულას დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
სოციალურ ქსელში დღეს დილიდან გზის გადაკეტვის მოტივით მორიგი დაკავებულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
ამ დროისთვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულები არიან: თენგო კირთაძე, ზურაბ ცეცხლაძე, ნათია ლეთოდიანი, ნინო ლაღიძე, დავით მშვენიერაძე, ბაჩო ქიმუცაძე, ანუკა გამსახურდია, ზვიად კვარაცხელია.
ამავე მიზეზით დაკავებულები არიან ფორმულას ჟურნალისტები და წამყვანები – ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი, ასევე, ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია.