„ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა გრძელდება. დღეს, 21 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა “ფორმულას” სოციალური მედიის ჟურნალისტი, ცირა ჟვანია.
6 და 5 დღით ციხეში უკვე ჩასვეს “ფორმულას” წამყვანები ვახო სანაია და ქეთა ციციქიშვილი. რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუქნციონირებას.
მისი თანამშრომლების დაკავებას „ფორმულა“ განიხილავს მიზანმიმართულ ზეწოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობაა.
