დღეს, 24 ოქტომბერს, დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა.
მისი ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ის რეჟიმის პოლიციამ აქციაში მონაწილეობისთვის, გზის გადაკეტვის საბაბით, წაიყვანა.
მიმდინარე რეპრესიები „ფორმულას“ მრავალი ფორმით შეეხო – ტელეკომპანიის დამფუძნებელ გიორგი ლიფონავამდე დააკავეს და ციხეში ჩასვეს მისი წამყვანები და ჟურნალისტები ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია. დღესვე აიყვანეს გადაცემა „ყოველდღეს“ თანაწამყვანი ზვიად კვარაცხელია.
საზოგადოების დაშინებისკენ მიმართული რეპრესიები მძიმედ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, შემთხვევითი არ არის, რომ დაკავებულთა შორის მედიასთან დაკავშირებული ამდენი ადამიანია.
„ფორმულა“, როგორც დამოუკიდებელი მედია, თავს რეჟიმის სამიზნედ განიხილავს და მოითხოვს დაკავებულთა გათავისუფლებას.




