ფორმულამ მოპიოვა ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენება, რომელიც მან სუს-ში დაკითხვაზე მისცა

ფორმულამ მოპიოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენება, რომელიც მან სუს-ში 5 დღის წინ მისცა.
ჩვენებისა და ინტერვიუსსრული დეტალები, რომელიც ფორმულას ჟურნალისტმა მასთან ჩაწერა, ხვალ, “შაბათის ფორმულაში” გახდება ცნობილი.
ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესდა, მიიღო თუ არა ბურჭულაძემ გარკვეული სარგებელი მაგნიტო რეზონანსული აპარატების შესყიდვის პროცესიდან. კერძოდ, საუბარია 1 929 560 ლარზე.
ბურჭულაძე ინტერვიუში გამორიცხავს, რომ მის ცოლის ძმას ვასილ მხეიძე, თავდაცვის მინისტრთან და მის მოადგილე გიორგი ხაინდრავასთან ვერანაირი უკანონო კავშირი ვერ ექნებოდა.
მისი თქმით, კომპანიას, რომელიც მაგნიტო რეზონანსული აპარატების შესყიდვაში მონაწილეობდა, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მიღმა სხვა ინტერესების ამოძრავებდეს.
“ჩემს მოადგილეს არ იცნობდა ჩემი ცოლის ძმა და ვერანაირად ექნებოდა კავშირი. ბუნებრივია, ვერც ჩემთან და ვერც სხვა ჩემს თანამშრომელთან რაიმე სახის უკანონო კავშირი ვერ ექნებოდა. მე ამ დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა თუ იმ გამყალბებელი კომპანიის საქმიანობაში რაიმე წვლილი მიუძღვის, ყველამ პასუხი უნდა აგოს.
აქ, ამ კომპანიის ინტერესებში შემავალი იმდენი დეტალი შეიძლება იყოს, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიძლება საერთოდ არ უკავშირდებოდეს. შეიძლება იყოს საუბარი გადასახადების დამალვას… წარმოუდგენელია, ამ კომპანიის ინტერესების გარდა სხვა ვინმესაში შედიოდეს.
თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ კომპანია აწარმოებდა რაღაც თაღლითურ სქემას, რა თქმა უნდა, სამინისტრო ამას აღკვეთდა. თუმცა, არ მგონია, რომ სამინისტროს ჰქონდა ეს ინფორმაცია და შესაბამისად არ იმოქმედა”, – თქვა მან.
სუს-ში თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჰკითხეს ფლობდა თუ არა ცნობებს თავდაცვის სამინისტოს დანაყოფ, “დელტა”-ს, სათვალთვალო კამერებით აღჭირვის შესახებ.
ამასთანავე, “შაბათის ფორმულას” ცნობით, დაკითხვისას საუბარი იყო ყოფილ პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილზეც. უფრო კონკრეტულად, რამდენიმე კითხვის ბოლოს, ბურჭულაძეს ჩაეკითხნენ, საქმის კურსში იყო თუ არა ღარიბაშვილი აღნიშნულ შესყიდვებთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბურჭულაძემ, ფორმულას ჟურნალისტს განუცხადა, რომ დაკითხვის შემდეგ იგი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, იმ მიზნით, რომ გაიგონ, არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“ღარიბაშვილთან ბოლო პერიოდში ამ საკითთხან დაკავშირებით მქონდა საუბარი. ბუნებრივია, რომ ყველას აინტერესებს ეს საკითხი – თუ რამე დამატებით ინფორმაცია შეიძლეწბა ვიცოდეთ ამ საკითხზე.
არ მგონია, მას ჰქონდეს მოლოდინი, რომ დაკითხვაზე დაიბარებენ. ამ საკითხზე ივანიშვილთან საუბარი არ გვქონია, მხოლოდ თანაგუნდელებთან, ვისთანაც ვმეგობრობდი მათთან, მაქვს კომუნიკაცია”, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
შეგახსნებთ, 27 ივლისს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე გაავრცელა.
ხაინდრავასთან ერთად დაკავებულია სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავიც.