ფორთოხლის წვენის ფასები რეკორდებს ხსნის – მწარმოებლები ალტერნატივებს ეძებენ

ფორთოხლის წვენის ფასები უპრეცედენტოდ გაიზარდა. მიზეზი ფორთოხლის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – ბრაზილიაში არსებული უამინდობა და ხეების დაავადებაა. შექმნილი ვითარება მწარმოებლებს ალტერნატივების ძებნისკენ უბიძგებს, რომელთა შორის ასევე არის მანდარინის გამოყენება წვენის წარმოებისთვის. ამის შესახებ გაზეთი Financial Times იუწყება.
2022 წლის ქარიშხალმა და შემდეგ ცივმა ამინდმა გაანადგურა ფორთოხლის ჰექტარობით კორომები ფლორიდაშიც, რომელიც ამ მხრივ სიდიდით მეორე მწარმოებლის, -ის მთავარი რეგიონია.
ნიუ-იორკის Intercontinental Exchange-ზე ფორთოხლის კონცენტრირებული წვენის ფასმა , სამშაბათს 4,92 დოლარს მიაღწია ფუნტზე, რაც ერთი წლის წინანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.
„ეს არის კრიზისი, ჩვენ არასდროს გვინახავს მსგავსი რამ, თუნდაც დიდი ყინვებისა და დიდი ქარიშხლების დროს.” – განაცხადა ხილისა და ბოსტნეულის წვენების საერთაშორისო ასოციაციის (IFU) პრეზიდენტმა კას კულსმა.
კრიტიკული დეფიციტი ზრდის ფასების გაზრდის შიშს, რაც დააზარალებს მომხმარებლებს და ფუნდამენტურად შეცვლის ფორთოხლის წვენის გლობალურ ინდუსტრიას – აცხადებენ IFU-ში.
მწარმოებლებს როგორც წესი, შეუძლიათ გემოვნური თვისებები სეზონიდან სეზონამდე გაყინული ფორთოხლის წვენის მარაგის შერევით შეინარჩუნონ, რომელსაც შენახვის ვადა ორი წელი აქვს, მაგრამ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მიწოდების შემცირების შედეგად მარაგები ამოიწურა.
ფორთოხლის დეფიციტის პრობლემიდან გრძელვადიანი გამოსავალი, კულსის თქმით, იქნება ფორთოხლის წვენის დამზადება მანდარინისგან, რომლის ხეები უფრო მდგრადია კლიმატის ცვლილების მიმართ. მისი განცხადებით, ერთადერთი გრძელვადიანი ვარიანტი „ბუნებრიობისა და პროდუქტის იმიჯის დაზიანების გარეშე“” შეიძლება იყოს “სხვადასხვა სახის ხილის გამოყენება”.
ინდუსტრია უკვე ექსპერიმენტებს ატარებს. იაპონიაში, სადაც ფორთოხლის წვენის 90% იმპორტირებულია, ძირითადად ბრაზილიიდან, მიწოდების დეფიციტი გაუარესდა ეროვნული ვალუტის დასუსტების გამოც, რაც კიდევ უფრო ზრდის იმპორტის ხარჯებს.
სუპერმარკეტების ქსელის 7-Eleven-ის მფლობელმა Seven & i Holdings-მა მანდარინის შიდა მარაგს მიმართა და მანდარინისა და ფორთოხლის წვენის წარმოება დაიწყო.