ფორდოს დაბობმვაზე მონაცემები ზუსტდება – ის დაბობმეს არა 6 სუპერბომბით არამედ 12–ით, ოპერაციაში კი მონაწილეობდა 6 ერთეული B-2 ტიპის ბომბდამშენი. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბომბდამშენები პირდაპირ მისურიდან აფრინდნენ, უწყვეტმა ფრენამ 37 საათი გასტანა და ბუნებრივია რომ ცაში რამდენჯერმე შეივსეს საწვავი.
ვიდეოში ჩანს ბუნკერსაწინააღმდეგო სუპერბომბის GBU-57 მუშაობის პრინციპი. ბომბი ჯერ 60მ-მდე სიღრმეში აღწევს და შემდეგ ფეთქდება. ბომბი 13,6 ტონას იწონის და მისი გამოყენება მხოლოდ B-2-ს შეუძლია და მასაც მხოლოდ 2 ასეთი ბომბის გადატანა შეუძლია.
ზოგიერთი ცნობით სავარაუდოდ კიდევ ერთმა ბობმდამშენმა 2 ბომბი ჩამოაგდო ნათანზის ბირთვულ ობიექტზეც.
GBU-57-ის უნიკალური შესაძლებლობების მიუხედავად ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ის საკმარისი არ არის ფორდოს გასანადგურებლად. ზოგი მონაცემით, ობიექტი 80მ სიღრმეშია ზოგი მონაცემით კი 300მ-ზე ღრმადაა. ამას ემატება ისიც, რომ ობიექტი კლდეშია, რაც ბობმის შეღწევადობის სიღრმეს გაცილებით ამცირებს.
თავად ირანი ფორდოს ობიექტის განადგურებას უაროფს, თუმცა ნაწილობრივ დაზიანებას თუ განადგურებს ადასტურებენ. მათივე თქმით, მაღალგამდიდრებული ურანი ობიექტიდან წინასწარ გაიტანეს, ხოლო პერსონალის უმეტესობა ევაკუირებული იყო.
გუშინდელი სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ ირანელები დაბობმვისთვის მართლაც მოემზადნენ და შესასვლელი გვირაბები მიწით ამოავსეს.