„ფორბსმა“ 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა

კრიშტიანო რონალდო 2024 წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო, – მოთამაშეთა ათეული გამოცემა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის ანაზღაურებამ 285 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. სიაში მეორე ადგილზე „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესია 135 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციას ბრაზილიელი ნეიმარი (110 მილიონი დოლარი) იკავებს.
„ფორბსის“ ათეული ასე გამოიყურება:
1.კრიშტიანუ რონალდუ, „ალ-ნასრი“ – $285 მილიონი წელიწადში.
2.ლიონელ მესი, „მაიამის ინტერი“ – $135 მილიონი.
3.ნეიმარი, „ალ-ჰილალი“ – $110 მილიონი.
4.კარიმ ბენზემა, „ალ-იტიჰადი“ – $104 მილიონი.
5.კილიან მბაპე, მადრიდის „რეალი“ – $90 მილიონი.
6.ერლინგ ჰალანდი, „მანჩესტერ სიტი“ – $60 მილიონი.
7.ვინისიუსი, მადრიდის „რეალი“ – $55 მილიონი.
8.მოჰამედ სალაჰი, „ლივერპული“ – $53 მილიონი.
9.სადიო მანე, „ალ-ნასრი“, – $52 მილიონი.
10.კევინ დე ბრუინი, „მანჩესტერ სიტი“ – $39 მილიონი.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“ – გივი მიქანაძე