“ფორბსმა” ახალი წლის შესახვედრად ევროპის ათი საუკეთესო ადგილი დაასახელა, რომელთა შორის თბილისი მეხუთე ადგილზეა

“ფორბსმა” ახალი წლის შესახვედრად ევროპის ათი საუკეთესო ადგილი დაასახელა, რომელთა შორის თბილისი მეხუთე ადგილზეა
„ათი საუკეთესო ადგილი ევროპაში ახალი წლის გასატარებლად“ – ჟურნალ „ფორბსის“ ამ სახელწოდების პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაცია „საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილების” (european best destinations) რეიტინგს ეხება, თბილისის მეხუთე საუკეთესო დანიშნულების ადგილად დასახელდა.
„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც აიხსნებააკომოდაციის მიმზიდველი ფასებით (ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიანსასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინისსამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს), უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით (დაბალიადანაშაულის მაჩვენებელი) და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაშიშემოსვლის სიმარტივით (მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები). თბილისისაყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც. შობა-ახალ წლისთვის საზეიმოდ მორთულ თბილისში საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდეიგრძნობა. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი სახალხო კონცერტი ეწყობა, თბილისისსაშობაო ბაზარი კი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესია“, – წერს „ფორბსი“.