ფონ დერ ლაიენი: EU-მ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.5 მილიარდი ევრო გადასცა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ს თქმით, ევროკავშირმა ს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო გადასცა.
“ევროკავშირი უკრაინის გვერდში დგას. დღეს ჩვენ უკრაინას თავდაცვის გაძლიერების და რეკონსტრუქციის მიზნით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული 1.5 მილიარდი ევრო გადავეცით. კრემლის ფულისთვის უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება არ არსებობს, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევა”. – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებულ მოგებას უკრაინის სამხედრო და სხვა ტიპის დახმარებისთვის გამოიყენებენ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღნიშნულ გეგმაზე ოფიციალურად მაისის თვეში შეთანხმდნენ, თუმცა დიპლომატების თქმით, უნგრეთი გეგმის მიღებისთვის საჭირო ლეგალური ზომების გატარებას ხელს უშლიდა. ხოლო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უნგრეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები წესების “უსირცხვილო” დარღვევაში დაადანაშაულა, რითაც წევრმა სახელმწიფოებმა უნგრეთის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებს თავი აარიდეს.