ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდებიან უკრაინის დახმარების პაკეტზე

ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 17 იანვარს განაცხადა, რომ, მისი რწმენით, ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდება ერთობლივად გაუგრძელონ ფინანსური დახმარება ს.
დახმარების პაკეტზე შეთანხმების მიღწევას უნგრეთი ეწინააღმდეგება, რაც ზრდის ალბათობას, რომ დანარჩენ 26 სახელმწიფოს სთან ცალ-ცალკე, ორმხრივი შეთანხმებებით მოუწევს თანხების გამოყოფა.
თუმცა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ გამოსავლის პოვნას 27-ით”.
ევროკავშირის ლიდერები გასულ თვეში დათანხმდნენ უკრაინასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა უნგრეთმა ვეტო დაადო სთვის 2027 წლამდე დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გეგმას.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“