ფონსეკამ მიქაუტაძეს 11 წუთი აკმარა – “ლიონი” “მარსელთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის მეოცე ტურში „ლიონი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „მარსელთან“ 2:3 დამარცხდა
სტუმართა გუნდის ახალმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და 79-ე წუთზე ალეკსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შეუშვა მოედანზე.
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, 30 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 9 თებერვალს „რეიმსს“ უმასპინძლებს.
მარსელი – ლიონი 3:2
გოლები: 0:1 ტოლისო (53), 1:1 გრინვუდი (61), 2:1 რაბიო (64), 2:2 ლაკაზეტი (72, პენ), 3:2 ლუის ენრიკე (85)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში