რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში კომპანიების რეგისტრაციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში სულ 37,400-მდე კომპანია (მათ შორის ინდ მეწარმეც) რეგისტრირებული, რომლებსაც რუსი აქციონერები ჰყავთ, საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდეგ დაფუძნდა.
იუსტიციის სახლის წინ გარკვეული პირებიც მოძრაობდნენ, რომლებიც შენობაში შემსვლელ/გამომსვლელებს კომპანიის რეგისტრაციაში დახმარებას და მათი მისამართის მიცემას სთავაზობდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ გამოაქვეყნა მიმოხილვა საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული კომპანიების შესახებ. კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ათასობით კომპანია, რომლებიც ერთსა და იმავე მისამართებზე არის დაფუძნებული. აღნიშნული კომპანიებიდან 19 ათასამდე კომპანია მცირე საწარმოს სტატუსს ფლობს, რომლებიც ძირითადად ინდივიდუალურ მეწარმეებს წარმოადგენენ.
იურიდიული მისამართები და მასზე რეგისტრირებული რუსული შპს-ები და ინდ. მეწარმეები – IDFI
– თბილისი, დასახლება ფონიჭალა 3, კორპუსი 5, დამხმარე სათავსო – 1467
– თბილისი, სამგორის რაიონი, პოლიციის I ჩიხი, N5, N4ა – 1381
– ქალაქი ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, N 31გ, საოფისე ფართი N3 – 850
– თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა , N91 – 776
– ახალციხის რაიონი, აბი, (ტბის ქვემოთ) – 744
– ამბროლაური, სოფელი ხვანჭკარა – 451
– თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩიტაიას ქუჩა, N38, ბინა N1 – 402
– ადიგენის რაიონი, სოფელი ვარხანი, ქუჩა 07, საცხოვრებელი სახლი N07 – 411
– ქალაქი რუსთავი, მიკრო/რაიონი VIII, N 5ა, სარდაფი – 283
– აბაშა, სოფელი ქოლობანი – 274
– დმანისი, სოფელი მაშავერა – 266
– დედოფლისწყაროს რაიონი, სოფ. ოზაანი – 244
– თბილისი, გლდანის მასივი, III მიკრო/რაიონი, კორპუსი 80, ბინა 4 – 208
– თბილისი, სამგორის რაიონი, მიხეილ გახოკიძის ქუჩა, N 49 – 126
– სოფელი ცხვარიჭამია – 224
– საქართველო, ადიგენის რაიონი, სოფელი უნწა “ბაღები” – 214
– თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქ., N22, ბ. 75 – 206
– თბილისი, დიდუბის რაიონი, მურმან ლებანიძის ქუჩა, N10, სართული N1, ბინა N3 – 212
– საქართველო, ადიგენის რაიონი, სოფელი უნწა, სახლთან – 205
– დუშეთის რაიონი, სოფელი გრიგოლაანთკარი – 181
– თბილისი, სამგორის რაიონი, მიხეილ გახოკიძის ქუჩა, N 49 – 102
– ვაკის რაიონი, გამზირი ი.ჭავჭავაძე, N 37, კორპუსი 3ა, ბინა N54 – 104
– ზუგდიდის რაიონი, სოფელი ნარაზენი, კონდრატე თათარიშვილის ქუჩა, N18 – 96
– ქალაქი მცხეთა, ანტიოქიას ქუჩა, N 12 – 70
– ხარაგაულის რაიონი, სოფელი ახალსოფელი – 66
“მოცემული იურიდიული მისამართები, რომ ფიქტიურად არის მითითებული ამას მოწმობს საქმიანობის სფეროებიც, რომლითაც კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირები არიან დაკავებული. ასე მაგალითად, მთლიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული რუსული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებიიდან ყველა – 451-ე სოფელ ხვანჭკარაშია რეგისტრირებული. ყველა მათგანი 2022 წლიდან დარეგისტრირდა, აქედან შპს-ს სტატუსი მხოლოდ 9 აქვს, დანარჩენი 437 კი ინდივიდუალური მეწარმეა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, ჯამში 1355 ბიზნეს სუბიექტია აქტიური სტატუსით, გამოდის რომ მათგან თითქმის ყოველი მესამე რუსულია. რეგისტრირებული რუსული კომპანიების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია – იდივიდუალური მეწარმეებიდან ყველაზე მეტის, თითქმის 70%-ის საქმიანობის სფერო IT მიმართულებაა. ეს მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემებით, მითითებულ იურიდიულ მისამართზე შენობაც კი არ დგას.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ძირითადად ინდივიდუალური მეწარმის სტატუსს ირჩევენ. ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი და ის საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. საგადასახადო ვალდებულებების ნაწილშიც ინდივიდუალური მეწარმე პასუხს აგებს პერსონალურად, მთელი თავისი ქონებით. აღნიშნული პასუხისმგებლობა ვრცელდება ინდ. მეწარმედ რეგისტრაციამდე/რეგისტრაციის შემდგომ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილ ვალდებულებაზეც. სტანდარტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური მეწარმის შემოსავალი 20%-ით იბეგრება, თუმცა საქართველოში ინდ. მეწარმეები სხვადასხვა შეღავათით სარგებლობენ, რომელიც მცირე ბიზნესის სტატუსს უკავშირდება. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1%-ით იბეგრება, თუკი ერთი წლის განმავლობაში შემოსავალი 500 000 ლარს არ გადააჭარბა. თუკი დასაბეგრი შემოსავალი წლიურად 500 000 ლარს გადააჭარბებს შემოსავალი 3%-ით იბეგრება.
პიზიკურ პირს საკუთარ უძრავ ქონებაზე სხვა პირის შპს-ს ან ინდივიდუალური მეწარმეების დარეგისტრირებას კანონი არ უკრძალავს. თუმცა, ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირებული ასობით მეწარმე მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეები იურიდიულ სტატუსს ფიქტიურად იღებენ – სავარაუდოდ ქონების მფლობელისთვის კონკრეტული საფასურის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული კი ართულებს საქართველოში რუსული კომპანიების მიკვლევადობას. აღსანიშნავია რომ სტატისტიკურ ინფორმაციაში ძირითადად არ არის მითითებული კონკრეტული ინდ. მეწარმეების ფიზიკური მისამართი. იურიდიულ მისამართად კი მათ უმეტესობას ფიქტიური ტერიტორიები აქვთ რეგისტრირებული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ინდ. მეწარმეებს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად ერთი და იმავე ტერიტორია აქვთ რეგისტრირებული, მაშინ როდესაც აღნიშნულ მისამართზე ასობით სხვა პირიცაა რეგისტრირებული. ჯამში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე 20 886 კომპანიიდან, ფაქტობრივი მისამართი მითითებული მხოლოდ 20%-ს (1664-ს) აქვს.
მიკვლეულ იურიდიულ მისამართებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ქვეყანაში რეგისტრირებული რუსი მეწარმეებიდან მინიმუმ ყოველ მეორეს იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული,”- ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.