ფონდ „ქართული გალობის“ სპეციალური ჯილდო „მგალობელი ჩიტი“ ანსამბლ „შილდას“ გადაეცა

სმარტ კაპიტალ ჯგუფის ფონდ ქართული გალობისა და ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორის ცენტრში გაიმართა „დედას ლევანას“ სახელობის ფოლკლორული ანსამბლ შილდას კონცერტი და რიგით მე-2 აუდიო ალბომის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე სმარტ კაპიტალ ჯგუფის დამფუძნებელმა, ვანო ჩხარტიშვილმა, ანსამბლ შილდას ფონდი ქართული გალობის სპეციალური ჯილდო „მგალობელი ჩიტი“ გადასცა, ნომინაციაში – ახალი თაობა. ჯილდო 2013 წელს შეიქმნა და ის ქართული ტრადიციული მუსიკის დიდ მოღვაწეებს გადაეცემათ განსაკუთრებული პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად.
ფოლკლორული ანსამბლი ქართლ-კახური სიმღერების უბადლო შემსრულებლის – ლევან ასაბაშვილის, იგივე „დედას ლევანას“ სახელს ატარებს. ანსამბლი 2017 წელს დაფუძნდა სმარტ კაპიტალ ჯგუფში შემავალი კომპანიის, მეღვინეობა შილდასა და საქველმოქმედო ფონდ ქართულ გალობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ანსამბლ შილდას ძირითადი მიზანია ტრადიციული კახური სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაცია და რეპერტუარში ადგილობრივი უნიკალური ნიმუშების დამკვიდრება. დაარსებიდან დღემდე ანსამბლი არაერთხელ წარდგა მსმენელის წინაშე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას