ფონდი „ქართუ“ ფეხსაცმელების ყოფილი ქარხნის ადგილას 16 მრავალფუნქციურ შენობას ააშენებს – „გრგ შეთანხმებულია“

ფონდი „ქართუ“ ფეხსაცმელების ყოფილი ქარხნის ადგილას 16 მრავალფუნქციურ შენობას ააშენებს – „გრგ შეთანხმებულია“
თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყოფილი ფეხსაცმელების ქარხნის ერთი შეხედვით, მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც ძველი შენობებია შემორჩენილი, ფონდი „ქართუ“ 16 შენობისგან შემდგარი, მრავალფუნქციური უბნის მშენებლობას გეგმავს.
მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორია გაბრიელ სალოსის გამზირის 116 ნომერში იწყება და 124-ში სრულდება. მთლიან საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება 16 შენობის განთავსება, რომელთა ძირითადი ნაწილი არის შერეული ფუნქციის, შენობებიდან ყველაზე დაბალი 10-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 32-სართულიანი იქნება. ტერიტორია შედგება რამდენიმე ნაკვეთისგან, რომლის ფართობი ჯამში 82742 კვ.მ-ია.
„მთლიან საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება 16 შენობის განთავსება, რომელთა ძირითადი ნაწილი არის შერეული ფუნქციის. კერძოდ:
ნაკვეთი #1 -ის ფართია: 11850 კვ.მ.
ფუნქციური ზონა: სსზ-1
საცხოვრებელი ფუნქცია – 75%
საზოგადოებრივ საქმიანი ფუნქცია – 25%
საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 840.04 კვ.მ
ნაკვეთი #2 -ის ფართია: 6690 კვ.მ.
ფუნქციური ზონა: სპეცზ-1 (4544 კვ.მ.); რზ-1 (2146 კვ.მ.)
სარეკრეაციო ფუნქცია;
საგანმანათლებლო ფუნქცია
ნაკვეთი #3 -ის ფართია: 18340 კვ.მ.
ფუნქციური ზონა: სსზ-1
საცხოვრებელი ფუნქცია – 90%
საზოგადოებრივი ფუნქცია – 10%
საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1513.20 კვ.მ
ნაკვეთი #4 -ის ფართია: 21916 კვ.მ.
ფუნქციური ზონა: სსზ-1
საცხოვრებელი ფუნქცია – 90%
საზოგადოებრივი ფუნქცია – 10%
საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1877.20 კვ.მ
ნაკვეთი #5 -ის ფართია: 15360 კვ.მ.
ფუნქციური ზონა: სსზ-1
საცხოვრებელი ფუნქცია – 90%
საზოგადოებრივი ფუნქცია – 10%
საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1349.40 კვ.მ
ნაკვეთი #6 -ის ფართია: 2764 კვ.მ.
ფუნქციური ზონა: სზ-6
საცხოვრებელი ფუნქცია
საზოგადოებრივი ფუნქცია: მცირე კომერციული ფართებით
ნაკვეთი #7 -ის ფართია: 5822 კვ.მ.
ფუნქციური ზონა: ტზ-1
სატრანსპორტო ფუნქცია
ფუნქცია: გზა.
კომპლექსში ჯამში ნავარაუდევი ბინების რაოდენობა 2500 ერთეულია; მათი საცხოვრებელი ინტენსივობის კ-2 ფართობი დაახლოებით შეადგენს 202592 კვ.მ-ს.
აუცილებელი მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა დაანგარიშდება კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დამატებით 140 ერთეული პარკინგი განთავსდება გარე ტერიტორიისთვის.
მაღალი კლასის საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ვგეგმავთ კომპლექსის მცხოვრებლებისთვის საერთო სარგებლობის 5 სპორტული მოედნის მოწყობას.
უშუალოდ გზატკეცილთან შემხებლობაში მყოფ სექტორზე განთავსდება მრავალფუნქციური შენობა, განვითარებული კომერციული და საოფისე ფართებით“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
ფეხსაცმელების ფაბრიკის ტერიტორიას, საჯარო რეესტრის ამონაწერით, სამი კერძო კომპანია ინაწილებს:
· შპს „ელიტა ბურჯი“;
· სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“;
· შპს „ივერია 90“.
შპს „ივერია 90“-ის მფლობელი შპს „ელიტა ბურჯია“, რომლის 100%-იან წილს თავის მხრივ ფონდი „ქართუ“ ფლობს. სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“ კი „ქართუ ფონდის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის თავმჯდომარე ბესიკ დემეტრაშვილი, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.