ფონდების ხელმძღვანელები ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი, თითქოს პიროტექნიკის შეძენა არ წარმოადგენს კანონდარღვევას

ფონდების რამდენიმე ხელმძღვანელი ცდილობს, რომ შექმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს აირწინაღების, პიროტექნიკის შეძენა არ წარმოადგენს კანონდარღვევას. ასე შეიძლება ქვის აღება და ხელში დაჭერაც არ იყოს დანაშაული, მაგრამ თუ ამ ქვას შენ ესვრი ადამიანს და თავს გაუტეხავ, დანაშაულია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.
ე.წ. საქველმოქმედო ფონდები, რომლებიც რეალურად რადიკალურ პროტესტს აფინანსებდნენ, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება, როდესაც მათი ფინანსები დაყადაღებულია.
„ძალია კარგად ვიცით ეს ფონდები რას საქმიანობენ. პროკურატურამ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, სადაც არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსება და ორგანიზება ხდებოდა, რომლებიც უტევდნენ ცოტა ხნის წინ პარლამენტს, მთელი რუსთაველი გადაწვეს, დაშავდნენ სამართალდამცველები. ფაქტობრივად იყო მცდელობა გარედან დაფინანსებით, ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების ცვლილების და ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლის. რამდენად ჯდებოდა ამ ფონდების საქმიანობა კანონის ფარგლებში, ამაში შესვლა ჩემი კომპეტენცია არ არის.
ამ ფონდების რამდენიმე ხელმძღვანელი ცდილობს, რომ შექმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს აირწინაღების, პიროტექნიკის შეძენა არ წარმოადგენს კანონდარღვევას, ამიტომ აუცილებელია ჩემი აზრით პასუხი გაეცეს ამას. ასე შეიძლება ქვის აღება და ხელში დაჭერაც არ იყოს დანაშაული, მაგრამ თუ ამ ქვას შენ ესვრი ადამიანს და თავს გაუტეხავ, დანაშაულია. ეს ქვაც დანაშაულის იარაღია. როდესაც მიზანმიმართულად ხდება სამართალდამცველებზე შეტევა და გვახსოვს, რომ პიროტექნიკით ხდებოდა პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის გახსნა სამართალდამცველებისთვის, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და სხვადასხვა საგანს, 150-ზე მეტი პოლიციელი მძიმედ დაშავდა“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, თავი დაანებონ საქართველოსთვის მითითებების მიცემას – ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას