ფოლკსი ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს თანამდებობის პირების სანქცირებაზე კითხვით მიმართავს

დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიი წევრი, ლორდი ჯორჯ ფოლსკი ბრიტანეთის ხელისუფლებას საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართავს.

კერძოდ, ფოლსკი შეკითხვაში ინტერესდება, გეგმავს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა სანქციების დაწესებას საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს.
“მინდა, მთავრობას ვკითხო, გეგმავენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ქიმიური იარაღის (სანქციების) (ევროკავშირიდან გასვლის) 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად”- წერია დეპუტატის შეკითხვაში.
შეკითხვაზე პასუხის გაცემის ბოლო დღედ 17 დეკემბერია მითითებული.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებდა – ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ “ცრუ ბრალდებებს” შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული “მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების” გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.