,,ფოლკსვაგენი” იძულებულია ქარხნების ნაწილი დახუროს

გერმანული საავტომობილო კომპანია Volkswagen-ი ხარჯების 4 მილიარდი ევროს ოდენობით შემცირებას საჭიროებს, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი აღმასრულებელი დირექტორის, თომას შეფერის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სრული გაკოტრების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რეკონსტრუქცია ახლა დაიწყოს და არა 2035 წელს. კომპანიაში ევროპის მასშტაბით ძველი მოთხოვნის აღდგენას გამორიცხავენ. ფინანსური ანალიზით დადგინდა, რომ Volkswagen-ის გერმანულ ქარხანაში შრომითი ხარჯები ორჯერ მეტია, ვიდრე მის კონკურენტებში.
Volkswagen-ის მეწილეების თქმით, არაა გამორიცხული რეკონსტრუქცია შეეხოს არა მხოლოდ ავტომობილებს, არამედ სამანქანო ნაწილების წარმოებასაც. მმართველი გუნდი ამჟამინდელ პრობლემებს წარსულის მოვლენების ჯაჭვს უკავშირებს, მათ შორის, „დიზელგეიტს“, რაც კომპანიას 31.3 მილიარდი ევრო დაუჯდა, აგრეთვე ახალი მოდულური პლატფორმის განვითარების შეჩერებასა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ჩამორჩენას.