ფოკუსირება მოხდა შედარებით უფრო წონად პრობლემაზე, მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე – ნათია თურნავა პენსიონერების სესხებზე

„ფოკუსირება მოხდა შედარებით უფრო წონად პრობლემაზე – მაღალი საპროცენტო განაკვეთებზე“, – ასე გამოეხმაურა სებ-ის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პარლამენტში 150 000 პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, „საპროცენტო განაკვეთებზე არათანაბარი მიდგომა, რომელიც აქამდე არსებობდა ახალა იქნება გამოსწორებული და 2023 წლის პირველი იანვრიდან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი გავრცელდება სხვა პენსიონერებზეც, ვინც მანამდე აიღო სესხი
„რაც შეეხება იმას, რომ ინტერპელაციამდე მოხდა კარგი გადაწყვეტილების მიღება, მესმის, რომ როცა კარგი გადაწყვეტილება მიიღება და ეხება 150 000 პენსიონერს, ყველას უნდა თანამონაწილეობის გრძნობა. ინტერპელაციამდე ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით დეპუტატებთან, ვნახულობდით რა არის უფრო ძირითადი, მოსაწესრიგებელი პრობლემები და ფოკუსირება მოხდა შედარებით უფრო წონად პრობლემაზე. რაც შეხება მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და არათანაბარ მიდგომას, რომელიც საპროცენტო განაკვეთებზე აქამდე არსებობდა, ახალა იქნება გამოსწორებული და 2023 წლის პირველი იანვრიდან შემოღებული, მოწესრიგებული, შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი გავრცელდება სხვა პენსიონერებზეც, ვინც მანამდე აიღო სესხი. ნუ ვეძებთ აქ მიზეზშედეგობრივ კავშირს, ყველა ვაღიარებთ, რომ ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა.