ფოიერვერკის გაყიდვის უფლება დღესაც რომ მოგვცენ, წლის გეგმის შესრულებას ვეღარ მოვასწრებთ – “სამი ძმა”

კომპანიის “სამი ძმის” თანადამფუძნებლის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან პიროტექნიკის გაყიდვების აკრძალვამ მათ გაყიდვებზე დიდი გავლენა იქონია. შესაბამისად ისინი გაყიდვების წლიურ გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ამის შესახებ აბელ კაპანაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კომპანიაში შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციის შემდეგ, რომელიც მხოლოდ პიროტექნიკას შეეხო მათ ფოიერვერკების გაყიდვის უფლება კვლავ არ აქვთ და არც ინფორმაციას ფლობენ, თუ როდის დართავენ ნებას.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }