ფოთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა და დააზიანა რამდენიმე მანქანა. ამის შესახებ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამინდის გაუმჯობესებამდე დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსზე დროებითი გადახურვის გაკეთება იგეგმება.
რაც შეეხება ზარალის ოდენობას, მერიის განცხადებით მიყენებული ზიანის შეფასება დაჩქარებული ტემპით მოხდება და დაიწყება კაპიტალური გადახურვის სამუშაოები.