ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე – როგორც მოსალოდნელი იყო, ფოთში, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა – მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს აქტიურობისთვის

როგორც მოსალოდნელი იყო, ფოთში, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს აქტიურობისთვის, გამოხატული მაღალი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს 12 500-ზე მეტმა ფოთელმა დაუჭირა მხარი.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ფოთში, მშვიდ გარემოში ჩაიარა საარჩევნო პროცესმა. მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს აქტიურობისთვის, გამოხატული მაღალი მხარდაჭერისთვის. ათივე სამაჟორიტარო უბანში ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. 12 500-ზე მეტმა ფოთელმა დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ გუნდს , რაც 80 %-ზე მეტია ამომრჩევლის და მიხარია, რომ მნიშვნელოვანი უმრავლესობით გავაგრძელებთ საკრებულოში მუშაობას ერთობლივად იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე არის და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის განვითარებაზე. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ყველას ვუთხრა და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია