ფოთში საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება იზეიმეს

ფოთში, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას მოქალაქეები გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გამარჯვების შეძახილები ისმოდა, ტაში, საზეიმო სიმღერები, საქართველოს დროშას აფრიალებდნენ.
ფოთელი გულშემატკივრები საქართველო-საბერძნეთის მატჩს, ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.