ფოთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც.
მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
ისინი გმობენ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებენ თბილისში პოლიციის მიერ ნაცემ და დაკავებულ ადამიანებს.
ასევე, აპროტესტებენ პარლამენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ს არჩევას.
დემონსტრანტების განცხადებით, „დღეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო დღე დაიწერა“.
„დღეს იყო ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო დღე, დარბაზში, სადაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა თავისუფლება. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც გავიზარდეთ თავისუფალ საქართველოში, დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაგვისვა არალეგიტიმური პრეზიდენტი. ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ეს არის სრული აბსურდი. აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც ემხრობა რუსეთს, მიდის სკენ.
ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც აქციების მიმდინარეობის დროს დაარბიეს და უმოწყალოდ სცემეს. სოლიდარობას ვუცხადებთ იმ დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც სახლებიდან მოიტაცეს და არ მისცეს იმის საშუალება, რომ ოჯახს დაკავშირებოდნენ, წაიყვანს იზოლატორებში. ერთი მსახიობის თეატრად გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა საქართველო“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი