ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ტარდება

14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად ჩატარდება საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი.ამ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები-მასტერკლასები, გამოფენები, ინტერაქტიული სასწავლო აქტივობები , პერფორმანსები, ვიქტორინები, შეჯიბრებები, კონცერტები.
ღონისძიება მიზნად ისახავს EU4Culture პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. ს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობის გზით, რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში – კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).