ფოთში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს.
ოფისში მინებია ჩამსხვრეული.
“მოვედით და აღმოვაჩინეთ, რომ შუშები არის ჩამსხვრეული. აქ არის ორმაგი შუშები, თან ბანერია, ეტყობა გაუჭირდათ შუშების ჩამტვრევა და 7-8-ჯერ არის ნასროლი. ეს არის აღმაშენებლის ქუჩა, ცენტრალური გამზირი, სადაც ყველგან ვიდეოკამერებია, მოვიდა პოლიცია და ცდილობენ ამოიღონ ვიდეო-კადრები.
სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი გამოძიების არ მაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთეს, ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული. რა თქმა უნდა, როდესაც ფაქტი ვნახეთ [მივმართეთ პოლიციას], გარედან იმდენად არ ჩანდა, შიგნით რომ შევედით, აღმოჩნდა, რომ მთელ ოფისში ქვები და შუშებია მიმოფანტული”, – თქვა ფოთის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, დათო ხომერიკმა ფორმულასთან საუბრისას.