ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, 30-31 აგვისტოს, ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ჩატარდება

ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, 30-31 აგვისტოს, ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება არის ფოთში, ზაფხულის სეზონის კულმინაცია.
მათივე ცნობით, 30 აგვისტოს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ჯგუფი „რეგიონი“, ბენდი „ერთი მეოთხედი“ და ლინდა ადამია.
„ასევე, 30 აგვისტოს, 19:00 საათიდან მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება – ზაფხულის თამაშები 2024-ის ტურნირებში საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეების დაჯილდოება.
31 აგვისტოს კი პირველად ფოთში გაიმართება გრანდიოზული სპორტული ღონისძიება MMA – შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრი. დღის ბოლოს კი გაიმართება: რეპერების ტაჰას და ბანის კონცერტი. ორდღიან ზღვისპირა საღამოს დაასრულებს DJ Leon Twin-ის შოუ.
ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიება კერძო სექტორის თანასპონსორობითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ზაფხულის საღამოების თანასპონსორები არიან: კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური – „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ და „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველო“, ხოლო ღონისძიების მხარდამჭერები გახლავთ ლოჯისტიკური კომპანიები: „ლოჯისტექსი“, „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთი“, „კავტრექს ფოთი“, „ექსპრეს ტრანს შიფმენთი“, „კაისა 2“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა