ფოთში, ლიეპაიას ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქალაქ ფოთში, ლიეპაიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ ს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგო 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გადასასვლელი ხიდ-ბოგირები, გარე განათება.
დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. დასრულებული სამუშაოები ქალაქ ს მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა.
ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით“, – აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.
მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებები შპს „გზა-მშენებელი-13“ განახორციელა და მისი ჯამური ღირებულება 669 343 ლარს შეადგენს.