ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ, სამინისტროსთან შეუთანხმებლად, სერვისის მიწოდება შეწყვიტა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მ, ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
სამინისტროს ცნობით, ს მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები, დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“, 12 ივნისს, პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება თვითნებურად შეწყვიტა.
„აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბენეფიციარებს, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია შეხვდნენ.
შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში, ბენეფიციარები, კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი, პაციენტები, სამედიცინო მომსახურებას უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენდა მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში, დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ