ფოთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 600 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ს მუნიციპალიტეტში მუშავდება.
„ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით.
მიმდინარე წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 237 480 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით – 111 388 ჰა ფართობი, განთავსებულია 154 433 სპეციალური სადგური და 7019 ფერომონიანი დამჭერი.
დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.
ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის