ფოთის სკოლებში სოციალური ინოვაციების სწავლება დაიწყო

“ეიპიემ ტერმინალს სა” და bp-ის ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ინფორმაციას “ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ,,სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” ფარგლებში ფოთის ათი საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე დაეუფლება სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნებას, უკვე ჩამოყალიბებულ ჯგუფებში განიხილავენ და იმსჯელებენ საპროექტო იდეებზე და გამოწვევების მოგვარების გზებზე.
სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა პროექტორი და ეკრანი, ხოლო სამი გამარჯვებული გუნდის სკოლას დამატებით გადაეცემა ციფრული ეკრანები. კონკურსში პირველ ადგილზე გასული იდეის განხორციელება დაფინანსდება 20,000 ლარის ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს