ფოთის საქალაქო სასამართლომ ხობის ერთ-ერთი უბნის შედეგების გაუქმების შესახებ 3 არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ღია სივრცე კავკასია“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“ ხობის 66- ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-3 უბნის ს შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. სხდომას მომჩივანი მხარეები არ დასწრებია.
ს საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.