ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ – უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია – თუ გადატრიალებას დავაპირებ, დავაპირებ რუსეთში, მტერთან!

ვინც ამზადებს ამ ტერორისტულ აქტს, ის დაიბარონ, მე რა შუაში ვარ. კითხვები იყო, [ზურაბ ადეიშვილს] ვიცნობ თუ არა, – ამის შესახებ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ს საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, „უაზრო კითხვები“ დაუსვეს.
„როგორც ტელეკომპანია „იმედზე” განაცხადეს, თითქოს, ბატონ ს ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. მე პირადად, საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი. გადატრიალების მუხლებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი.
რაღაც უაზრო კითხვები იყო, რომელ წელს ვიყავი ში და რატომ დამაჯილდოვეს.
გეგმავდით რამეს, გაგიგიათ რამე თუ არაო – არაფერი გამიგია. ჩემს ქვეყანაში არაფერს ვაპირებ და თუ გადატრიალებას დავაპირებ, დავაპირებ რუსეთში, ჩემს მტერთან.
მკითხეს, ვიღაცებს იცნობ თუ არაო, ზოგიერთს ინტერნეტით ვიცნობ. ყოფილი მთავრობის წევრებზე გვარები იყო, მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ გეტყვით”,- განაცხადა რუხაიამ.
კითხვაზე, დაუსვეს თუ არა შეკითხვა მას ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებითაც, რუხაიამ დადებითი პასუხი გასცა.
„დიახ, კითხვები იყო, ვიცნობ თუ არა. ინტერნეტიდან ვიცნობ, პოლიტიკაში რომ იყო. პირადად არავის ვიცნობ და ცრუ ინფორმაციას ხომ არ ვეტყოდი, კომუნიკაცია არასდროს მქონია. სულ ერთი და იგივე კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია. მკითხეს, ვინც დაიბარეს გამოკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა, ერთ-ერთი, ლაშა ჭიღლაძე ჩემი მეგობარია. ასევე, მკითხეს, მიშა ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა, წლებია ვმეგობრობ, ასევე მკითხეს, იყო თუ არა ლეგიონის ხელმძღვანელი”, – განაცხადა რუხაიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.
სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი მოწმის სახით გამოკითხვა მიმდინარეობს.