ფოთის პორტმა მიიღო გემი MSC Nahara, რომელზედაც 4079 TEU მოცულობის 2309 კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას თავად პორტი ავრცელებს.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნავსადგურმა ერთ გემზე აღნიშნული მოცულობის ტვირთი გადაამუშავა, რომლის საერთო წონაც 34500 ტონაზე მეტია“, – ნათქვამია განცხადებაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/0071aa51-f069-4174-9063-84d39aa6b171-300x157.jpeg)