ფოთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების ორგზის გამარჯვებულია

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების ორგზის გამარჯვებულია.
ფოთის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს შეინარჩუნა პირველი ადგილი 64 მუნიციპალიტეტს შორის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, საკუთარი შედეგების, როგორც 2021 წლის გამარჯვებულის გაუმჯობესებით.
“ეს შედეგი მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის მაღალი პასუხუსმგებლობის და მერიისა და საკრებულოს კარგი ურთიერთთანამშრომლობის დამსახურებაა.
ვულოცავ მთელ გუნდს, ჩემს ქალაქს! დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით, სხვა ბევრ წარმატებასაც მივაღწევთ” – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას 101 კრიტერიუმით აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, მასში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა