ფოთის მერი – ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ახალი სახეობების ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

ფოთის საცურაო კომპლექსში ახალი სპორტული მიმართულებები-ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები ჩამოყალიბდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გუნდებს წვრთნებს, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელები ჩაუტარებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდას და კონკურენტუნარიანი გუნდების ჩამოყალიბებას.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფებში შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიღება. მათ მოემსახურებიან სპეციალიზებული მწვრთნელები.
„ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ახალი სახეობების ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ტურნირებზე“,-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია