ფოთის მერი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება

ქალაქ ფოთში, სარსანიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. მოეწყობა ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გამწვანება და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.
ამასთან, ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ დამონტაჟდება გარე განათება, საგზაო ნიშნები და განხორციელდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. მერიის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები გაზაფხულის ბოლოს დასრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პალადა” ახორციელებს.
მათი თქმით, ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?