ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა 8 მინი მოედანი შემდეგ მისამართებზე: ნინოშვილის ქუჩა, 9 აპრილის ხეივანი, ბარათაშვილის ქუჩა, გურიის ქუჩა, არზიანის ქუჩა, ახალ რაიონი, კოსტავას ქუჩა და გორგასლის ქუჩა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ხელოვნური მინდვრის საფარი მოეწყო, განთავსდა ახალი კალათბურთის ფარები, დამონტაჟდა გარე განათება, შეიღება მთლიანად შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა.
„პარალელურად, დასრულების ეტაპზეა კუნძულის სანაპიროზე ჩოგბურთის კორტის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.