ფოთის მერი “ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2023” დაესწრო

ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე “ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2023-ს” დაესწრო, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებისა და უძრავი ქონების ბაზრის შეფასება.
ბიზნესფორუმზე, ქალაქის მერმა ფოთის განვითარების პერსპექტივებსა და საინვესტიციო პოტენციალზე პრეზენტაცია წარადგინა.
ბექა ვაჭარაძემ, ინვესტორებთან B2B შეხვედრებზე, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა ფოთში არსებული საინვესტიციო გარემო და თანამშრომლობის პერსპექტივები.
“აღნიშნული ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა პარტნიორული ურთიერთობებისა და ახალი ბიზნეს-კონტაქტების დამყარებისთვის,”-აღნიშნა ფოთის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება