ფოთის მერი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყების თარიღს ეხმაურება

ფოთის მერი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყების თარიღს ეხმაურება.
ამის შესახებ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზუსტად 34 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით მატჩში ერთმანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი-1913 დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
ისტორიულ თარიღს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 34 წლისაა. 1990 წელს „დინამო არენაზე“, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთის „კოლხეთი“-ის გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ თარიღს. ასევე, მინდა მივულოცო ჩვენს გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება. გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ფოთის „კოლხეთმა 1913″-მა „თელავს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. მამუკა ჯუღელი ამ ისტორიულ თამი ფოთის კოლხეთის შემადგენლობაში იყო და მიხარია, რომ დღეს, მისი, კლუბის ახალი ხელმძღვანელობის და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით, დიდი ისტორიის მქონე ,,კოლხეთი 1913″-ს ძველი დიდება უბრუნდება და გუნდი კიდევ უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. ერთად ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – ნათქვამია ფოთის მერის განცხადებაში.