ფოთის მერი – მაქსიმალურად მცირე ზარალია მოსახლეობაში, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს

მაქსიმალურად მცირე ზარალია მოსახლეობაში, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს, – ამის შესახებ ს მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ზღვა დაწყნარდა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უმოკლეს დროში მოხდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
„გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმი იყო. ფოთისთვის მნიშვნელოვანი იყო კუნძულის სანაპიროზე მიმდინარე პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტად ზღვა ამ ტერიტორიას უტევდა და ყველაზე ახლოს დასახლებულ პუნქტთან არის, აქვე, მიმდებარედ არის სასაფლაო და გუშინ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ვახორციელებდით პრევენციულ ღონისძიებებს. რამდენიმე ადგილას ზღვამ ჯებირები გაანგრია და მნიშვნელოვანი იყო დამცავი ბარიერები შეგვექმნა იმისათვის, რომ წყალს არ მიეღწია მოსახლეობამდე, სასაფლაომდე, ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში, სადაც კი ამის საჭიროება იყო, ვახორციელებდით შესაბამის სამუშაოებს. უკვე ზღვა დაწყნარებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზარალი იქნება დათვლილი. მაქსიმალურად მცირე არის ზარალი მოსახლეობაში, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს და ამის აღდგენასაც უახლოეს დღეებში განვახორციელებთ“, – განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩები.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა