ფოთის მერია – ფოთს ორი ახალი ავტობუსი ყავს, მძღოლებს კი ხელფასი 30%-ით ეზრდება

ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
“ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
2024 წლიდან, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შრომითი ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას, დასაქმდეს ამ სფეროში.
ქალაქის სატრანსპორტო სფეროს განვითარების ფარგლებში, წლის ბოლომდე 4 ახალი ავტობუსის დამატება იგეგმება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – სანქციებზე საუბარი მძიმეა, მაგრამ რეალობა მოიტანეს ხელისუფლებაში თვითმარქვიებმა, თვითონ არიან „MEGOBARI აქტის“ თანაავტორები – ვითარების გამოსწორების გასაღები არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვისაც“ შანსია

ნიკა მელია – დემოკრატიული მსოფლიოსთვის ივანიშვილის რეჟიმი იქნება აბსოლუტურად მიუღებელი – მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შედეგი რეჟიმის უკან დახევის სახით არ გვაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ არ დაიხევს