ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა .
ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
2024 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შრომითი ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას, დასაქმდეს ამ სფეროში.
ქალაქის სატრანსპორტო სფეროს განვითარების ფარგლებში, წლის ბოლომდე 4 ახალი ავტობუსის დამატება იგეგმება“,- ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/slovaketi-P5EurY-300x169.jpeg)