ფოთის თიზ-ში სპილენძის კონცენტრატების ტერმინალი ამოქმედდება, ინვესტიცია – ₾5 მლნ

წელს, ს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპილენძის კონცენტრატების ტერმინალი ამოქმედდება.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ განაცხადა, ინვესტიციის ღირებულება, დაახლოებით, 5 მლნ ლარია.
მისივე ინფორმაციით, პროექტი ქართულ-ევროპული ინვესტიციით კომპანია CSG-მ განახორციელა.
„დახურული საწყობის მშენებლობა, რომლის საერთო ფართობია 5000 კვ.მ, 2023 წელს დაიწყო, თუმცა დროებით შეჩერდა. წელს, პროცესი კვლავ განახლდა. ერთი ფლიგელი უკვე სრულად შეიფუთა და მზად არის, მიმდინარე თვის ბოლოს პირველი ტვირთი მიიღოს. სხვადასხვა კონცენტრანტი ლათინური ამერიკიდან შემოვიდა და ექსპორტზე როგორც აფრიკაში, ისე აზიაში გავა“, – აცხადებს დავით ებრალიძე.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში 2009 წლიდან ოპერირებს. ზონის 75%-იან წილს ჩინური ენერგოკომპანია CEFC China Energy ფლობს, რომელსაც 2018 წლიდან წილის მართვის უფლება გადაცემული აქვს Smart Capital Group-სთვის. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 300 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს, საიდანაც ჯერ 30%-ია ათვისებული. დავით ებრალიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის თიზ-ში 120 აქტიური კომპანიაა.